ვაკანსია გაყიდვების პარტნიორის პოზიციაზე
ბილაინის კორპორატიული განყოფილების გაყიდვების მიმართულება აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:
ვაკანსიის სახელწოდება
- გაყიდვების პარტნიორი
სტრუქტურული დანაყოფი
- საშუალო და მცირე ბიზნესის დანაყოფი
მთავარი მოთხოვნები
- პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა
- კორპორატიული მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა; მობილური კავშირის მომსახურების შეთავაზება; მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან; დოკუმენტაციის გაფორმება
- კომპანია ბილაინის მიერ წარდგენილი პროდუქტების მაქსიმალურად გაყიდვა
- კვარტლური, ნახევარწლედის და წლიური გაყიდვების გეგმის შესრულება, არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუშაობით
- ყოველდღიური მოხსენების გაკეთება შედეგებზე და ჩატარებულ შეხვედრებზე
განათლება
- უმაღლესი (3-4 კურის სტუდენტები)
აუცილებელი ცოდნა და უნარები
- მკაფიო ორიენტაცია რეზულტატზე
- შესაძლებლობა რომ წარმატებულად აწარმოოს და დაასრულოს მოლაპარაკება
- მოკლედ ვადაში რთული ნორმატივების და დავალებების შესრულება
- შესაძლებლობა რომ წარმატებით აწარმოოს სატელეფონო მოლაპარება; დაითანხმოს მომხმარებელი შეხვედრაზე
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
- უპირატესობა ენიჭება პიროვნებებს რომლებსაც შეუძლიათ პრეზენტაციის ეფექტურად და სწორად წარმართვა
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ვაფასებთ პიროვნებებს – ინიციატორებს, და კრეატიულებს განსაკუთრებით მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს კომპანიის იტნერესების დაცვისას
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ქართლი და ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა. სასურველია რუსულიც
სამუშაო გამოცდილება
- არ არის აუცილებელი
- აყიდვებში მუშაობის გამოცდილება იქნება პრიორიტეტული
ანაზღაურება
გაყიდვების პარტნიორის ანაზღაურება იქნება საკომისიო სისტემით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV 5 ივისამდე careers@iliauni.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: გაყიდვების პარტნიორი.