ვაკანსია გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე
“ბაზისბანკი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე თბილისის, ბათუმის და ქუთაისის სერვისცენტრებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც(სასურველია ბიზნესში ან ეკონომიკაში);
- მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება ბანკის გაყიდვების განყოფილებაში;
- ინგლისურისა და რუსული ენების კარგი ცოდნა;
- მუდმივად თვითგანვითარების სურვილი;
- მჭიდრო გრაფიკის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;
- კომუნიკაბელურობისა და მომხმარებლის მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ბანკის საცალო პროდუქტების/მომსახურების რეალიზაცია;
- ფიზიკური და იურიდიული პირების ფულადი სახსრების მოზიდვა;
- საკრედიტო განაცხადების მოზიდვა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (3X4) ელექტრონულ მისამართზე: hr@basisbank.ge 2013 წლის 16 აგვისტომდე, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის შესაბამისი კოდი და თქვენი გვარი.
- თბილისი – კოდი 2075
- ბათუმი – კოდი 2085
- ქუთაისი – კოდი 2095