ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გაყიდვების ოფიცერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე თბილისის სერვის ცენტრში.

"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 14 000 - ზე მეტ კლიენტს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით.

სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:
•    კომპანიის სარეკლამო მასალების გავრცელება;
•    კლიენტების მოზიდვა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
•    გაყიდვების აქციებში მონაწილეობა;
•    ბაზრის კვლევებში მონაწილეობა;
•    სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:
•    დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები;
•    აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლიანი პიროვნება;
•    პრეზენტაბელურობა, კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარი;
•    დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
•    ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს 2012 წლის 31 ოქტომბრის 17.00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები