ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

რადიო "იმედი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მნიშვნელოვანია დაინტერესებული კანდიდატები წინასწარ გაეცნოთ კომპანიის საქმიანობას.

დაკისრებული მოვალეობები:
* პარტნიორი კომპანიების მოძებნა
* პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის წარმოება
* მოლაპარაკების პროცესის სრული მართვა
* პარტნიორი კომპანიებისთვის პროდუქტის პრეზენტაცია, თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება.

აუცილებელი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის განხრით)
* გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი
* მოლაპარაკების პროცესის მართვის უნარი
* პრეზენტაციის უნარი
* უცხო ენებიდან სასურველია ინგლისური და რუსული
* Excel- ში მუშაობა

ხელფასი გაიცემა ორ ნაწილად - ფიქსირებული და ბონუსი
განაკვეთი: სრული
პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ მედია გაყიდვების სფეროში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@radioimedi.ge

ბანერები