ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
ინტერნეტ მაღაზია http://www.Freeshop.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე წინასწარი 1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლით.
ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი და ბონუსი.
მოვალეობები:
* იურიდიული კომპანიების მოძიება და მათთან ურთიერთობა
* დეტალური ინფორმაციის მიწოდება Freeshop-ის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
* პროდუქტების შეთავაზება სხვადასხვა კომპანიებისთვის
* მოლაპარაკების პროცესის სრული მართვა და მოპოვებული კომპანიის follow up
* საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და გაყიდვების რეპორტინგი
მოთხოვნები:
* ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები
* ტექნიკის სფეროზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ფლობა
* მოლაპარაკების პროცესის მართვის უნარი
* კარგი პრეზენტაციის უნარი
* გამოცდილება გაყიდვების სფეროში
* კომუნიკაბელურობა
* ენერგიულობა
* გამართული მეტყველება
* მიზანდასახულობა
* საოფისე პროგრამების ფლობა
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა
* ასაკი 19-27 წლამდე
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@freeshop.ge 2013 წლის 4 ივლისამდე.