ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის სახლისა და სააბაზანო ოთახის დეკორაციების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის "Villeroy & Boch" ბუტიკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. "Villeroy & Boch"-ის პროდუქციასთან ერთად ბუტიკში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული სანტექნიკა, კერამიკული ფილები, პარკეტი, შემრევები და სააბაზანო აქსესუარები.

აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნული იქნება 1 ბიჭი და 1 გოგონა.
ანაზღაურება: 700 ლარი და ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე.

მოვალეობები:
•    კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
•     მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
•     მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
•    ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.

მოთხოვნები:
•    სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა; 
•     ქართულად გამართული მეტყველება; 
•    სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
კომუნიკაბელურობა, კოლეგიალურობა;
•    სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
•    უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს;
•     პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
•    დაწინაურების პერსპექტივას.
დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - 2 თვე.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით,  7 ივლისამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: david@decorum.ge და "subject"-ში მიუთითოთ "გაყიდვების მენეჯერის პოზიცია". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას.

მის.: თბილისი, თ. ერისთავის ქ. 2
ვებ-გვერდი: http://www.villeroy-boch.com | http://www.facebook.com/VilleroyandBochGeorgia
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები