ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
Global Logistics Group Ltd", სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო.
სამუშაო საათები: 10:30 - 18:30.
- ძირითადი ფუნქციები:
- მონაცემთა ბაზის შექმნა
- პოტენციურ კლიენტებთან შეხმიანება, ვიზიტი.
- მოლაპარაკების წარმოება.
- საბუთების მოწესრიგება.
- ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
- 1 წლიანი გამოცდილება. (სასურველია გამოცდილება სატრანსპორტო კომპანიაში).
- დამატებითი უნარები:
- საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
- კომუნიკაბელურობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით გაგზავნოთ მისამართზე: info@globallogistics.ge 2013 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.