ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

"ECI Consulting”  კომპანია აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

* გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
* მცირე და საშუალო კომპანიების კვლევა, ანალიზი და რეპორტინგი;
* პრიორიტეტული მიზნების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
* შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება;
* პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა;
* ახალი ობიექტების მოძიება;
* მოლაპარაკებების წარმართვა და ეფექტურად დასრულების უნარი;
* შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
* გაყიდვების გეგმის განვითარებასა და სტიმულირებაზე მუშაობა, ახალი იდეების განვითარება;
* კორპორატიული და საცალო გაყიდვების პროცესის მართვა;
* რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე, მიღწეული პროგრესის,ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

კანდიდატს მოეთხოვება:

* ასაკი: 18-დან 25 წლამდე;
* გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი), სასურველია ეკონომიკის, მენეჯმენტის და მარკეტინგის განხრით;
* ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
* მოლაპარაკების წარმოების უნარი;
* გამართული და დახვეწილი მეტყველება;
* ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
* შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მოტივირებულობა;
* ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და გეგმის შესრულებაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ  რეზიუმე (CV) და 3x4 ზომის
ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე:career@eci.ge 2013 წლის 10 აგვისტომდე,სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ბანერები