ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე
მარკეტინგული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "MBCons" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
აღნიშნული კადრის მოვალეობები:
* პოტენციური კლიენტების მოძიება;
* შესაძლო დამკვეთებთან შეხვედრის ორგანიზება და კომპანიის მომსახურებისპრეზენტაცია;
* მოზიდულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შექმნა და შენარჩუნება;
* განხორციელებული ქმედებების და შედეგების ანგარიშის წარდგენა;
* პარტნიორების ბაზის მონიტორინგი.
განათლება:
* უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების განხრით (სასურველია მარკეტინგის/მენეჯმენტის ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
* სასურველია მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან მარკეტინგის მიმართულებით.
უნარები:
* გადაწყვეტილების მიღების უნარი;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* მაღალი მოტივაცია;
* გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.ანაზღაურება:
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ანაზღაურდება ადმინისტრაციული ხარჯები და მოზიდული პარტნიორებისგან ბონუსი. გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@mbcons.ge 2013 წლის 31 ივლისის ჩათვლით,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.