ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის (აგენტის) თანამდებობაზე
საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო "GIMA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (აგენტის) თანამდებობაზე.
მოვალეობები:
* გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვა;
* მომხმარებლისათვის პროდუქტის შესახებ პრეზენტაციების და შეთავაზებების ორგანიზება და განხორციელება;
* სამედიცინო პერსონალთან მჭიდრო ურთიერთობა, როგორც დაზღვევამდე, ისე დაზღვევის შემდეგ;
* დაზღვეული სამედიცინო პერსონალის ანგარიშების და მონაცემების მართვა და კონტროლი;
* გაფორმებული ხელშეკრულებების ვადების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
* სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* მიზანდასახულობა;
* ორგანიზებულობა
* პუნქტუალურობა;
* პრეზენტაბელურობა;
* კომუნიკაბელურობა;
* არაკონფლიქტურობა.
შერჩული კანდიდატები გაივლიან ტრენინგ-კურსს პროფესიული პასუხისმგებლობის სპეციფიკასთან დაკავშირებით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: info@gima.ge არაუგვიანეს 2013 წლის 23 დეკემბრისა.