ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გაყიდვების მენეჯერი

კომპანია "კომპი შოპი" რამდენიმე წელია აქტიურად შემოვიდა ქართულ ბაზარზე და წარმატებით ვითარდება. ძირითადი მიმართულებაა კომპიუტერული ტექნიკა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია. ამ დროისთვის კომპანია წარმოდგენილია ქ. თბილისში ოთხი მაღაზიით და სათაო ოფისით. ორგანიზაციის უახლოესი მიზანია კიდევ უფრო გააფართოვოს მაღაზიათა სავაჭრო ქსელი, იყოს ლიდერი აღნიშნულ სფეროში; დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას.

კომპანია "კომპი შოპი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. მაღაზიის მენეჯერი

მოთხოვნები:

 უმაღლესი განათლება კომპიუტერული მოწყობილობების და სისტემების განხრით (სასურველია)
 კომპიუტერული ტექნიკის, ახალი მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის და ა.შ. მაღალ დონეზე ცოდნა
 კარიერის მანძილზე კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია).
 კარიერის მანძილზე ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
 რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა
 გუნდურად და დამოუკიდებელად მუშაობის უნარი
 დროის ეფექტურად მართვის მაღალი დონე
 პასუხისმგებლობის მაღალი დონე
 ენერგიული, თავაზიანი
 აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
 ასაკი: 22-29 წელი.

მოვალეობები:

 გაყიდვებში უშუალოდ ჩართულობა
 მაღაზიის მიზნის (გეგმის) შესრულება
 მაღაზიის სასაქონლო მარაგების კონტროლი
 სასაქონლო მარაგების მაღაზიაში ეფექტურად წარმოჩენა, დაწყობა-დალაგება
 ფასმაჩვენებლების კონტროლი (შესაბამისობა პროგრამასთან), ფასთაცვლილების კონტროლი (დროული ცვლილება)
 რეალიზაციის პროგრამაში ასახვა
 სალაროს კონტროლი
 დებიტორების კონტროლი
 თანამშრომელთა კონტროლი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: info@compishop.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი, თბილისი".

2. კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების გაყიდვების მენეჯერი (კონსულტანტი)

მოთხოვნები:

 ეფექტური კომუნიკაციის უნარი
 პასუხისმგებლობის მაღალი დონე
 ენერგიული, თავაზიანი
 გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
 აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
 ასაკი: 20-26 წელი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: info@compishop.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი (კონსულტანტი)".
 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 21 თებერვალი

ბანერები