ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე
კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
* კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
* მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტების და მსგავსი პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
* მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
* ორიენტირებული რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
* ქართულად გამართული მეტყველება;
* აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
* აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
* პუნქტუალურობა;
* დაკვირვებულობა მცირედ დეტალებზე;
* კომუნიკაბელურობა;
* ორგანიზებულობა;
* შრომისმოყვარეობა;
* პასუხისმგებლობისგრძნობა;
* ინფორმაციის დამახსოვრებისა და გადმოცემის უნარი;
* დაძაბულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.
საგამოცდო პერიოდი: 1 თვე.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსების სისტემა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pcshop.ge 2013 წლის 10 ივლისამდე,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.