ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე
სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
შესასრულებელი ამოცანები:
* კონსულტანტი უწევს მომხმარებელს კონსულტაციას პროდუქციის ადგილმდებარეობის,
ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
* მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ახდენს პროდუქტის პრეზენტაციას;
* აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.პიროვნული თვისებები:
* შრომისმოყვარეობა
* ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ ავტობიოგრაფია (ქართულად ან
ინგლისურად), შემდეგი ელფოსტის მისამართზე:staff@smart.ge 2013 წლის 20 მაისის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი".