ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
* წიგნების გაყიდვა;
* კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
* მაღაზიაში წარმოდგენილი წიგნების სრულყოფილი ცოდნა;
* ორიენტაცია წიგნების რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
* მომხმარებლებისათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა წიგნების შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
* მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა და რეპორტინგი;
* წიგნის საბაზრო მოთხოვნის მუდმივი კონტროლი;
* წიგნების სწორი განლაგების დაცვა, თემატიკით და ნომენკლატურის მიხედვით.
* წიგნების მიღებაში მონაწილეობა;
* თაროების მოწესრიგება.
სავალდებულო მოთხოვნები:
* უპირატესობა მიენიჭებათ სამუშაო გამოცდილების არმქონე პირებს.
* უპირატესობა მიენიჭებათ იურიდიული, ეკონომიკური განათლების მქონე კანდიდატებს;
* სქესი: მდედრობითი;
* ასაკი: 20-დან 30 წლამდე;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Microsoft Office.
სასურველი უნარ-ჩვევები:
* მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
* თავაზიანობა;
* პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
* დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
* პუნქტუალური;
* ოპერატიული;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
* უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა: კანდიდატი აყვანილი იქნება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინიშნება აღნიშნულ თანამდებობაზე.
შენიშვნა: გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-დან 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: 300 ლარი.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV, ფოტოსურათი და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელ.მისამართზე: bookshop1982@gmail.com 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ფოტოსურათის და სამოტივაციო წერილის დასახელების გარეშე გაგზავნილი CV-ები არ განიხილება.