ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტი/მოლარის პოზიციაზე

კომპანია "ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტი/მოლარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საცალო ქსელი

მოთხოვნები:

  • ასაკი: 22 - 35 წელი
  • კონსულტანტათ მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება
  •  MS საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია რომელიმე საბუღალტრო/სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა)
  • ენების ფლობა: ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა
  • სამკაულის მცოდნე და საიუველირო სფეროში გამოცდილ აპლიკანტს მიენიჭება უპირატესობა
  • ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ სრულყოფაზე
  • სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა
  • მაღაზიის შემუშავებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უზრუნველყოფის უნარი


პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა
  •  ორგანიზებულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • გამართული მეტყველება
  • პრეზენტაბელურობა
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, 19 ოქტომბრამდე გაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსთან ერთად) და მოტივაციის წერილი, ელექტრონულ მისამართზე: retail@zarapxana.ge

ბანერები