ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტების პოზიციებზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია "Sea of beauty" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტების პოზიციებზე. კანდიდატებად განიხილებიან ახალგაზრდა, მოტივირებული, კარგი კომუნიკაციის უნარის მქონე, თავდაჯერებული გოგონები, რომლებიც პროფესიულ დონეს აიმაღლებენ პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე.
ძირითადი მოთხოვნები:
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა განიხილება პრიორიტეტად)
* კომპიუტერის, საოფისე პროგრამების ფლობა
* სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი, გაყიდვების კონსულტანტების ერთი ცვლა იმუშავებს 10:00-დან 16:00-მდე, ხოლო მეორე-16:00-დან 22:00-მდე.
ანაზღაურება: საათობრივად ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი ყოველ დამატებით გაყიდულ ერთეულებზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათებით ელექტრონულ მისამართზე: hrseaofbeauty@gmail.com