ვაკანსია გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე
საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია სერვისცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
ძირითადი მოვალეობები
• დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით ფიზიკური პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
• საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადამისამართება შესაბამის სამსახურში ან თანამშრომელთან;
• რიგში მდგარი მომხმარებლებისათვის ფეიბოქსით ოპერაციების წარმოების შეთავაზება.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მეტროს სადგურებში მდებარე საქართველოს ბანკის სერვისცენტრები, Express Pay-ს აპარატები.
სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განაკვეთი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 3 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
• კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი;
• გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე salesvacancy@bog.ge 31 ოქტომბრამდე.