ვაკანსია გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
"ჩემი ოჯახის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციარების დაინტერესება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მიზნით "ჩემი ოჯახის კლინიკის" ამბულატორიულ ქსელში;
- ბუკლეტების დარიგება ბენეფიციართა მოზიდვის მიზნით;
- დეტალური ინფორმაციის მიწოდება გეგმიური ამბულატორიული კომპონენტის შესახებ.
მოთხოვნები:
- ტექნიკური ან უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია სამედიცინო სფეროში;
- შესაბამისი გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
- კომუნიკაბელურობა;
- მიზანდასახულობა;
- ენერგიულობა;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mfc.ge 2013 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.