ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

შპს "ნატახტარის წყლები" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განრიგი: თავისუფალი.
კანდიდატის სქესი: მდედრობითი.

სამუშაოს აღწერილობა: პოტენციური მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება, რეკლამირება და გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    MS Office პროგრამების ცოდნა
•    სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
•    სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
•    ინიციატივის გამოჩენის უნარი
•    კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
•    ანალიტიკური აზროვნება
•    დისციპლინირებულობა
•    ორგანიზებულობა
•    პასუხისმგებლობა
•    გუნდური მუშაობის კულტურა
•    მოლაპარაკებების წარმოების უნარი
ანაზღაურება: გაყიდვების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე info@watergudauri.ge და მიუთითონ ვაკანსიის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები