ვაკანსია გაყიდევბის აგენტის თანამდებობაზე
სატელეკომუნიკაციო კომპანია აცხადებს კონკურსს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
• კომპანიის მომსახურებებისა და პროდუქციის რეალიზება
• პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
• მოლაპარაკების წარმოება
• დამტკიცებული გეგმის შესრულება
• გაყიდვების შედეგებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
საჭირო თვისებები:
• კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ანაზღაურება შედგება ფიქსირებული (270 ლარი ხელზე, საოპერაციო ხარჯების დაფარვისათვის) და საკომისიო საპროცენტო განაკვეთისგან, რომელმაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით შესაძლოა შეადგინოს 1000-დან 2000 ლარამდე.
თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი იმუშოთ სწრაფად მზარდ კომპანიაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: salesprofessionalgeorgia@hotmail.com 17 ივნისამდე და მიუთითოთ თემა ”Extra Sales Agent_Tbilisi”.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.