ვაკანსია გარე მომსახურების ოპერატორი
ბანკი კონსტანტა აცხადებს ვაკანსიას გარე მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში,ბათუმსა და ქუთაისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ეკონომიკური პროფილით);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• ბანკში ან სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
უნარები:
• კარგი პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი;
• ენერგიულობა, მოტივირებულობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• ორგანიზებულობა
ანაზღაურება: 300 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინონ ავტობიოგრაფიები ფოტოსურათით 2012 წლის 10 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117
თბილისი 0119, საქართველო
ტელ: (995 32)2 401 401
jobs@constanta.ge
გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ფილიალი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.