ვაკანსია გარე გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
"პრივატბანკი" დინამიკურად განვითარებადი ბანკია, რომელიც აგერ უკვე 4 წელია ფუნქციონირებს. ბანკი დღითიდღე აფართოებს განვითარების არეალს და იკავებს მე-5 ადგილს საქართველოში უმსხვილეს ბანკთა შორის, როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონში. ბანკი წარმოდგენილია 112 სერვის-ცენტრითა და 355 ბანკომატით.
"პრივატბანკი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე (6 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით).
საჭირო მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა;
** კლიენტებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.
სამუშაოს აღწერა:
აგენტი - ესაა ბანკის პარტნიორი, რომელიც ყიდის საბანკო პროდუქტებს და იღებს შესაბამის ბონუსურ ანაზღაურებას. არ აქვს მნიშვნელობა მუშაობთ თქვენ თუ არა, აგენტად დარეგისტრირების შემდეგ თქვენ თავად ირჩევთ მუშაობის თქვენთვის სასურველ გრაფიკს! თქვენ არ ხართ შეზღუდული დროში და თავად ირჩევთ სად და რამდენი იმუშაოთ! გაყიდეთ ჩვენთან ერთად და გამოიმუშავეთ 500 ლარამდე თვეში. გახდით ბანკის გაყიდვების აგენტი - ეს მარტივი, მომგებიანი და საინტერესოა!
რატომ მარტივი?
აგენტად მუშაობისათვის თქვენ გჭირდებათ მხოლოდ პრივატბანკის საკრედიტო ბარათი, რომელზეც ბანკი ჩაგირიცხავთ თქვენ მიერ გამომუშავებულ ბონუსს!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ 10 იანვრამდე CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: tamar.wabasvili@privatbank.ua