ვაკანსია გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია "სითი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი.განაკვეთი: ნახევარი.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლის მოძიება და მარტივი კონტრაქტის გაფორმება.
ანაზღაურება: ერთი კონტრაქტი 5-8 ლარი. ანაზღაურება ხდება კომპანიაში კონტრაქტის წარდგენისთანავე.
პიროვნული თვისებები:
* გამართული მეტყველების უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* ორგანიზებულობა;
* გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:hrcityg@gmail.com 2013 წლის 9 აგვისტომდე.