ვაკანსია გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე
კომპანია "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.მდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
დაგროვებითი ტიპის, უფასო, სასაჩუქრე ბარათების გავრცელება ქუჩებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. დასაქმებულის
მოვალეობაში შევა შეთავაზებისას ბარათის უპირატესობების გაცნობა,დაინტერესებული მომხმარებლებისათვის განაცხადის შევსება და ბარათის და მისი თანმხლები მასალების გადაცემა.
ანაზღაურება – დასაქმებულის აქტივობის და გაცემული ბარათების რაოდენობის შესაბამისად - თითო ბარათში 50 თეთრი, საშუალოდ დღეში 15-25 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დასაქმებულს აუნაზღაურდება გზის ხარჯები, დღეში 3 ლარის ოდენობით.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@uccorp.ge 2013 წლის 12 ივლისამდე ,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.