ვაკანსია გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე
სს "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ბანკის ყველა ფილიალში.
პასუხისმგებლობები:
- საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების წარმოება;
- საბანკო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური დავალებების ზედმიწევნით შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- კარგი პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა, ორგანიზებულობა, მოტივირებულობა;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV მისამართზე:
სათაო ოფისი
წერეთლის გამზ. 117, თბილისი 0119
ტელ.: (995 32) 2 401401
ფაქსი: (995 32) 2 951731
ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: jobs@constanta.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და განყოფილება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი, 2012 წ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.