ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში.შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შანსი გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები და ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

* ლიბერთი ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტების
შეთავაზება/გაყიდვა;
* ლიბერთი ბანკის ფილიალებში საბანკო პროდუქტებზე ინფორმაციის გავრცელება/განაცხადის ფორმების შევსება;
* ყოველთვიური - ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (სასურველია - საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები)
* კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები,

პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;

* კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

* ენერგიულობა;
* ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
* დარწმუნების უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:


* სრული სამუშაო განრიგი
* ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული გამომუშავებული ბონუსები.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge არაუგვიანეს 2013 წლის 31 მაისისა ."subject line"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ბანერები