ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ანაზღაურება:  ფიქსირებული და გამომუშავებით (ფიქსირებული ანაზღაურება გეგმის შესრულების შემთხვევაში).

აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 18 წელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (სავალდებულოა);
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
•    გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
•    სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

•    პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
•    საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
•    დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე vacancy@icgroup.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გარე გაყიდვების აგენტი" (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2012 წლის 9 ივლისის ჩათვლით.

ბანერები