ვაკანსია გარე გაყიდვების აგენტი
კომპანია კავკასუს ონლაინი აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:
პოტენციური მომხმარებლისმოზიდვა, პროდუქტებისგაყიდვა და მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა. კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება, კონსულტაციის გაწევაპროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.
(იმისათვის რომ კანდიდატი მოხვდეს განსახილველთა სიაში აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება)
განათლება:
• სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საშუალო სასაუბრო დონეზე;
• MS Office პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
• სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
• მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
• კომუნიკაციის უნარი;
• გამართულად მეტყველება;
• გუნდური მუშაობა.
სამუშაო გამოცდილება:
• 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან/დამომსახურების სფეროში.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორეტაპს:
• კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
• გასაუბრება;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება : ფიქსირებული ხელფასი (+ გამომუშავება)
გთხოვთ გამოაგზავნოთ 15 სექტემბრამდე CVდა სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე vacancy@co.ge , Subject-ში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს.მხოლოდ CV, ან მხოლოდ სააპლიკაციო
ფორმა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.