ვაკანსია განვადების მენეჯერის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
"ლიბერთი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას განვადების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შანსი, გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარები და ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
* "ლიბერთი ბანკის" სხვადასხვა პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბანკის პოტენციურ და არსებულ კლიენტებზე საგანვადებო კრედიტის შეთავაზება და მომსახურების გაწევა;
* განვადების განაცხადის შევსება და საკრედიტო რისკების ჯგუფთან გადაგზავნა;
* განვადების გაცემა;
* ჯვარედინი პროდუქტების შეთავაზება ბანკის პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* იმავე ან მსგავს პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით)
* კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
* კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები (MS Word, MS Excel).
პიროვნული უნარები:
* ენერგიულობა;
* კომუნიკაბელურობა;
* დარწმუნების უნარი;
* ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
* სისხარტე;
* პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
* აზროვნების სისწრაფე;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
სამუშაო პირობები:
სრული სამუშაო განრიგი
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული გამომუშავებული ბონუსები
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე სურათით ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge. ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 12 მარტი, 2014 წელი.
გთხოვთ, განაცხადის გაგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.