ვაკანსია ფოტო ადმინისტრატორის პოზიციაზე
შპს "რეტრო ფოტო ატელიე" აცხადებს ვაკანსიას ფოტო ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული.
ძირითადი მოვალეობები:
* უზრუნველყოს მაღალხარისხიანი, "რეტრო ფოტო ატელიეს" ფორმატით გათვალისწინებული ფოტოების გადაღება, დამუშავება და დაბეჭდვა;
* დაამყაროს კომუნიკაცია მომხმარებლებთან;
* უზრუნველყოს ანგარიშსწორება მომსახურების გაწევისას.
მოთხოვნები:
* ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Microsoft Word, Microsoft Excel.
პირადი თვისებები:
* აქტიური;
* კომუნიკაბელური;
* დისციპლინის მაღალი დონე;
* მოტივირებული.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@retroatelier.ge 13 იანვრამდე.