ვაკანსია ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე
"ჩემი ოჯახის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ფინანსური რეპორტინგის განყოფილებაში სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განყოფილება: ფინანსური რეპორტინგი
ძირითადი მოვალეობები:
სხვადასხვა ფინანსური რეპორტებისთვის მონაცემების მომზადება;
ფინანსური რეპორტების აწყობა და ანალიზი უშუალო მენეჯერის ხელმძღვანელობით;
ფინანსურად პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;
გარე აუდიტორებთან ურთიერთობის წარმოება უშუალო მენეჯერთან კოორდინირებით;
ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით სხვა პროცესებში ჩართულობა;
მოთხოვნები:
პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება აუდიტორის პოზიციაზე;
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
სავალდებულო და პრიორიტეტულია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის და ვადებში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
ანალიტიკური უნარები;
დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mfc.ge 2013 წლის 15 ივნისის ჩათვლით,სათაურის ველში მიუთითეთ „ფინანსური ანალიტიკოსი“.