ვაკანსია ჯავა პროგრამისტის თანამდებობაზე
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს ვაკანსიას ჯავა პროგრამისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• ახალი პროგრამების შექმნა და დამუშავება;
• არსებული პროგრამების ცვლილება/განახლება.
ძირითადი მოთხოვნები:
• Java/J2EE (JSF, JSP);
• JavaScript;
• JQuery;
• HTML, CSS;
• GWT/GXT;
• PHP;
• ExtJS;
• ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
• ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ფიზიკა-მათემატიკის განხრით;
• სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
• რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა; მუშაობის უნარი, როგორც გუნდში, ასევე, დამოუკიდებლად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@emis.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 8 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.