ვაკანსია დისტრიბუტორის პოზიციაზე
ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა
- სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუდმივად მუშაობა
- სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
- სხვადასხვა სახის პროდუქციის გაცნობა და შეთავაზება კლიენტებისთვის
- გაყიდული პროდუქციისა და ახალი ობიექტების შესახებ ანგარიშგების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა სააფთიაქო ქსელებთან ურთიერთობის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მივლინების შესაძლებლობა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალგანვითარებული უნარი
- ორგანიზებული
- პუნქტუალური.
სამუშაო განაკვეთი: 6 სამუშაო დღე.
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პრემია გამომუშავებით + ბონუსი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გაგზავნოთ ელ.მისამართზე: vacancy.smph@gmail.com 2013 წლის 15 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება