ვაკანსია დირექტორის ასისტენტი
დასაქმების სააგენტო HR ეძებს კადრს დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე საქართველოს მიკრო საფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
• ინგლისურად და ქართულად კომუნიკაციის წარმოება ასოციაციის წევრ ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან;
• მედიასთან საქმიანი შეხვედრებისა და ასოციაციის საბჭოს სხდომების ორგანიზება;
• ასოციაციის დირექტორის დახმარება ორგანიზაციულ და ლოგისტიკურ საკითხებში;
• შეხვედრების და საქმიანი მიმოწერის ქართულ-ინგლისურად თარგმნა
• შეხვედრის ოქმების და ჩანაწერების წარმოება
• ინტერნეტის და მედიის საშუალებებით ასოციაციის პროექტებისათვის ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი;
• ასოციაციის საიტზე ინფორმაციის განახლება
• ოფისის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება
ძირითადი მოთხოვნები:
• ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ეკონომიკური, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით)
• ინტერნეტისა და მისი საძიებო საშუალებების Microsoft Office პროგრამების ზედმიწევნით ფლობა;
• სასურველია 1 წლიანი გამოცდილება პირადი ასისტენტის ან ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
• სასურველია საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელურობა
• პასუხისმგებლიანობა
• ორგანიზებულობა
• აქტიურობა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ 30 სექტემბრამდე თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Project6@hr.com.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.