ვაკანსია დღის ცვლის ოპერატორი
მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის უფროსის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• მაღაზიაში არსებული პერსონალის კონტროლი; დაგვიანებების, გაცდენების აღნიშვნა და შესაბამისი რეაგირება.
• მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.
• შემოსული პროდუქციის სწორად დათვლა, ვადების კონტროლი.
• მაღაზიაში არსებული ტექნიკის გამართულად მუშაობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სასურველია უმაღლესი განათლება
• სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
უნარ ჩვევები:
• კომპიუტერზე მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები
პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელური
• ყურადღეაბიანი
• ენერგიული
• დეტალებზე ორიენტირებული
• მოწესრიგებული
• პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 21:00
ან მცოცავი გრაფიკით: 08:00-16:00; 16:00-24:00
შენიშვნა: დიღმის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge
აუცილებელია Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.