ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია დარბაზის კონსულტანტის და მოლარის თანამდებობებზე

სს "ფუდმარტი" და შპს "იოლი გასტრონომია" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის კონსულტანტის და მოლარის თანამდებობებზე.

1. კონსულტანტი/გამყიდველი

მოვალეობები:

* დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
* პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
* სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა მომხმარებლისათვის;
* მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
* გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

* მომსახურების სანიმუშო მანერები;
* სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი, გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
* ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია)
* ასაკი: 18-დან 35 წლამდე.

2. მოლარე

მოვალეობები:

* სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
* სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
* მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
* გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
* გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი; გუნდურობა; ორგანიზებულობა; პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
* ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია)
* სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
* ასაკი: 18-დან 35 წლამდე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: vacancy@foodmart.ge 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ, თუ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები