ვაკანსია დამხმარე ბუღალტრის თანამდებობაზე
კომპანიას "კლასიკა" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები დამხმარე ბუღალტრის ვაკანსიაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
ხელფასი: 500 ლარი. კომპანია ითვალისწინებს ხელფასისა და პროფესიულ ზრდას.
გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი კომპანიის ხარჯზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
• დახვეწილი მეტყველება;
• "ექსელის" კარგად ცოდნა (ჩატარდება ტესტირება "ექსელში")
• ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
• ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
• შეფერხებების გადალახვის უნარი;
• უმაღლესი განათლება;
• უცხო ენის ცოდნა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
• სალაროსთან, სასაქონლო ზედნადებებთან და ანგარიშფაქტურებთან მუშაობის გამოცდილება;
• ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
• რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).
ამ მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
მოვალეობები:
• სალაროსთან მუშაობა, თანხის მიღება;
• დოკუმენტაციის მომზადება;
• სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
• ყოველდღიური გაყიდვებისა და სხვა რეპორტების მომზადება;
• სხვა ვალდებულებები საქმიანობიდან გამომდინარე.
გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე არჩეული კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ ხელშეკრულება და გაივლიან ერთ თვიან სტაჟირება-სწავლების ეტაპს ხელფასით 300 ლარი. მე-2 ეტაპის გავლის შემდეგ მათ დაენიშნებათ ხელფასი 500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დარღვევისას გათვალისწინებულია სანქციები.
პერსონალის დაწინაურება მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მოხდება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სასურველია მოგვაწოდონ CV, აუცილებლად 3x4 ზომის სურათთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 14ბ, ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტით მისამართზე: contact@classica.com.ge არაუგვიანეს 2012 წლის 31 აგვისტოსი.
ორივე შემთხვევაში, სურათის გარეშე CV არ განიხილება. არჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადგილზე, პირადად წარმოადგენენ საკუთარ CV-ს.
ტელეფონით არანაირი ინფორმაცია არ გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 14ბ.