ვაკანსია ბუღალტრის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს "აბსცისა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
* ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
*ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
* ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
* საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
* ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
* ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
* საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
*უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
*ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერთიფიკატი);
* საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
* სავალდებულოა ბუღალტრული და ბიზნეს პროგრამების (ინფინატი, ორისი, სუპერფინი, ფინა, აპექსი, ინფო-ბუღალტერი და ა.შ. - ერთ-ერთი პროგრამის მაინც) საფუძვლიანი ცოდნა;
*კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
* ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
* სქესი: მდედრობითი.
* ასაკი: 22-დან 35 წლამდე.
პიროვნული თვისებები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
* ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00სთ-დან 19:00სთ-მდე;
დაინტერესებულმა პირებს შეგიძლიათ გააგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელ. მისამართზე: cv@infinati.ge