ვაკანსია ბუღალტრის პოზიციაზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
• განათლება შესაბამის სფეროში;
• ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია quickbook-ის ცოდნა და პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება);
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა, სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების უნარი;
• დონორი ორგანიზაციებისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: jobs@transparency.ge 2012 წლი 10 მაისის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.