ვაკანსია ბუღალტერ/სტაჟიორის თანამდებობაზე
კომპანია TILWAY Audit აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-სტაჟიორის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრული პაკეტის ცოდნა;
• პროგრამა ORIS-ის ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• მოტივირებულობა და ორგანიზებულობა;
• პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა.
სტაჟირების ვადა 2-6 თვემდე.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს დაასაქმებს კომპანია TILWAY.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@tilway.ge
Subject line-ში მიუთითეთ სასურველი ვაკანტური პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.