ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ბრიგადირისა და მუშის პოზიციებზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ბრიგადირისა და მუშის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

1. ბრიგადირის სამუშაოს აღწერილობა:
* მუშების ჯგუფის ხელმძღვანელობა;
* სამუშაო განწესის და ნახაზის შედგენა;
* შესასრულებელი სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების დაცვა/კონტროლი;
* შესაბამისი სამუშაოების ხარისხიანად შესრულება/კონტროლი;
* შესრულებულ სამუშაოზე უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშგება.

2. მუშის სამუშაოს აღწერილობა:
* სატელეფონო კაბელების, გ/კარადების, გ/კოლოფების, სატელეფონო ბოძების, დგარების, მიწისქვეშა საკაბელო არხების, კაბელის დამცავი არხების, სათვალთვალო ჭების აღდგენა, მოწესრიგება - დასუფთავება, მონტაჟსა და დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
* მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება;
* შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებსა და სატელეფონო კანალიზაციის ჭებში სამუშაოების შესრულება;
* "კონსოლების" მონტაჟსა და დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
* გ/კარადების საიზოლაციო სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები/უნარები:
* სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება;
* პასუხისმგებლობა;
* დისციპლინირებულობა;
* ორგანიზებულობა;
* გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@silknet.com 2014 წლის 28 იანვრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

ბანერები