ვაკანსია ბრენდ-მენეჯერი/სტაჟიორის თანამდებობაზე
ალკოჰოლური კომპანია „უშბა დისტილერი“ აცხადებს სტაჟორთა შესარჩევ კონკურს, ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე.
სტაჟირება ანაზღაურებადია და გაგრძელდება 3-6 თვის განმავლობაში. ანაზღაურება 160 ლარი.
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 2
წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დაიდება 1-წლიანი შრომითი ხელშეკრულება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
• განათლება მარკეტინგში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
• კომუნიკაბელურობა;
• პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
• დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა;
• პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ
მისამართზე: t.abesadze@ushba.ge 2012 წლის 25 მაისამდე. საგნის ველში მიუთითეთ
სიტყვა "ვაკანსია".
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.