ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის  თანამდებობაზე HoReCa (Hotel, Restaurant, Café) განყოფილებაში.

ვალდებულებები:

* გასაღების ქსელის შესწავლა და კონტროლი;
* მოლაპარეკების წარმოება არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან;
* მარკეტინგული ღონისძიებებისა და პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა;
* ახალი ობიექტების მოპოვება;
* ათვისებული ობიექტების მონიტორინგი;
* სავაჭრო წარმომადგენლების ყოველდღიური კონტროლი;
* გაყიდვების დაგეგმვა და მიზნის მიღწევა;
* მომწოდებლებთან ურთიერთობა;
* შეკვეთების დაგეგმვა;
* საწყობის მარაგების მართვა;
* რისკების დადგენა;
* დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა;
* საკადრო გადაწყვეტილებები;
* საფასო გადაწყვეტილებები;
* რეპორტინგი გაწეული საქმიანობის შესახებ;

მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
* სასურველია გამოცდილება სავაჭრო სფეროში;
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* მართვის ჩვევები და უნარები;
* მიზანდასახული;
* ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
* პრეზენტაციის უნარი;
* კომუნიკაბელური;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Microsoft office);
* უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული);
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
* აღნიშნულ პოზიციაზე განიხილებიან 20-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები საკუთარი მსუბუქი ავტომობილით.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ  CV ელექტრონულ  მისამართზე:vacancy@sharmtrading.ge 2013 წლის 31 აგვისტომდე,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბანერები