ვაკანსია ბიზნეს განვითარების კონსულტანტის თანამდებობაზე
საერთაშორისო კომპანია “BeSmart”-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების კონსულტანტის თანამდებობაზე.
ბიზნეს განვითარების კონსულტანტის ამოცანებია:
ახალი პარტნიორების მოზიდვა, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შექმნა და შენარჩუნება;
მარკეტზე მოთხოვნადი საქონლის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი
კომპანიების ძიება გამოკვლევა;
კომპანიის ბრენდის პოპულარიზაცია;
რაოდენობრივ და ხარისობრივ მაჩვენებლებზე პასუხისმგებლობა, რომელიც იმოქმედებს თქვენს შემოსავალზე და ბიზნესის განვითარებაზე;
განხორციელებული ქმედებების და შედეგების ანგარიშის წარდგენა;
აუცილებელი უნარები:
გადაწყვეტილების მიღების უნარი;
პოზიტიური განწყობა და ინტერესი ყველაფერი ახლის მიმართ;
კომუნიკაბელურობა, თავდადება, ერთგულება;
მაღალი მოტივაცია,შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
გუნდური მუშაობის უნარი;
ოპერატიული გამოცდილება B2B-სფეროში(სასურველია);
გაყიდვებში გამოცდილება (სასურველია);
რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: support@besmart.ge ან დაუკავშირდით ტელ: (+995 570) 901553 2013 წლის 17 ივლისამდე.