ვაკანსია ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის განყოფილებაში სტაჟიორის პოზიციაზე
"სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის განყოფილებაში სტაჟიორის პოზიციაზე(დასაქმების პერსპექტივით).სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი). სამუშაო განაკვეთი: არასრული.
სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:
* სატელეკომუნიკაციო ბიზნესის სპეციფიკისა და შესაბამისი პროცესების შესწავლა;
* სატელეკომუნიკაციო საკანონმდებლო აქტების გაცნობა;
* ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
* კომპანიის ბიუჯეტის პროცესის გაცნობა და მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის მიმართულებით);
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
* MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
* კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
* ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
* პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა
* დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
* გუნდური მუშაობის კულტურა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: cv@silknet.com 2013 წლის 23 ივლისის ჩათვლით.