ვაკანსია ავტოპარკის ოპერატორი/ასისტენტის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის ოპერატორი/ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
* კომპანიის ავტოპარკში არსებული მანქანების მუდმივად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა (პერიოდული შემოწმება, შეკეთება და აღრიცხვა);
* ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება არსებული რეგულაციების შესაბამისად;
* ავტომანქანების კომპანიაში დადგენილი პროცედურების მიხედვით გამოყენების კონტროლი;
* პრობლემების დადგენის შემთხვევაში მასზე დროული რეაგირება პრობლემის მოგვარების მიზნით;
* ავტომანქანასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
* დადგენილი საწვავის ლიმიტების კონტროლი;
* საჭირო მონაცემების შეგროვება, შესაბამის პროგრამაში არსებული მონაცემების შეყვანა, რეპორტების მომზადება და ანალიზი;
* ხშირი მივლინებები რეგიონებში.
მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
ცოდნა და უნარები:
* ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების კარგი ცოდნა;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
* საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ორგანიზებული;
* არგუმენტაციის უნარი;
* კომუნიკაციის უნარი;
* დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
* დეტალებზე ორიენტაცია.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.