ვაკანსია ავტო სესხების ექსპერტის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კაპიტალ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების ექსპერტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით);
* მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ან საბანკო სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
* ავტოსესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. გამოცდილების არ მქონე კანდიდატები არ შეირჩევიან!
* ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
* საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
* სასურველია ერკვეოდეს ავტომანქანის ტექნიკურ მახასიათებლებში.
ფუნქცია-მოვალეობები:
* პოტენციური კლიენტების მოზიდვა
* ავტოტრანსპორტის შეფასება და ლიკვიდური ღირებულების დადგენა;
* საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
* სესხის რეგისტრაცია/გაცემა;
* პორტფელის მონიტორინგი;
* პრობლემური სესხის მართვა.
უნარ-ჩვევები:
* გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
* სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
* სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
* მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
* პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;
* პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ რეზიუმე ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ მიმდინარე სამსახურის ხელფასი (უმუშევრობის შემთხვევაში უკანასკნელი სამსახურის ხელფასი)), შემდეგ ელ-მისამართზე: contact@capitalexpress.ge 2014 წლის 16 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.