ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია არქიტექტორის პოზიციაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

"ლილო მოლი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით.
* არქიტექტურული პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD, და ა.შ.) ცოდნა.
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია.

აუცილებელი უნარები:

* პროაქტიული.
* შემოქმედებითი.
* გუნდური მუშაობის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაოს აღწერა:
არქიტექტორის მიზანია სავაჭრო ცენტრის მუდმივი ტერიტორიული და ინფრასტრუქტურული განვითარება კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად, ტერიტორიული და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ვიზუალური მხარდაჭერა.

სამუშაო ადგილი: ლილო, ისანი-სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი.
სამუშაო დრო: 10:00-იდან 17:00-მდე.
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
თავდაპირველად აყვანა მოხდება გამოსაცდელი ერთთვიანი ანაზღაურებადი პერიოდით.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძიათ გაგზავნონ რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტოსურათით, და სასურველია სამოტივაციო წერილი, შემდეგ მისამართზე: hr@lilomall.ge 2014 წლის 21 იანვრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.

ბანერები