ვაკანსია აქციის თანამშრომლის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას აქციის თანამშრომლის პოზიციაზე.
ვაკანსიის კოდი: VC229
კატეგორია: გაყიდვები
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები
ძირითადი მოთხოვნები:
* განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი
* ენები: ქართული - მშობლიური, ინგლისური - კარგი, რუსული - კარგი
* უნარები: პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ფოკუსირება, სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი, თავაზიანობა, აქტიურობა, სისხარტე.
დამატებითი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება, შესაძლოა იყოს სტუდენტიც;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* გაყიდვებზე ორიენტირებული;
* პრეზენტაბელური.
* აქტიური;
* მოტივირებული;
* ოპერატიული;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი.
სამუშაოს აღწერა:
* უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
* დადგენილი გეგმების პირნათლად შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
* პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
* კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
* კლიენტებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
* ბანკის გარეთ აქციების სპეციფიკიდან გამომდინარე ადექვატური ქმედება;
* აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
* საბანკო პროდუქტების თეორიული ცოდნა, განსაკუთრებით აქციაში ჩართული პროდუქტებისა.
ყველა იმ კანდიდატს, რომელიც დააკმაყოფილებს პოზიციაზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაივლის შერჩევის პროცესს, მიეცემა შესაძლებლობა შეიძინოს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება, განვითარდეს პროფესიულად და შეიქმნას კარიერა წარმატებულ კომპანიაში.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/229