ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს "სან სთორზი" - საქართველოში "გალფ ოილ ინტერნეიშენელის" ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას "გალფ"-ის ავტოგასამართ სადგურებთან ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავსა და ქ. ბათუმში არსებული მაღაზიების (მარკეტების) ქსელში მოლარე- კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
* მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
* მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
* პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
* ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
* რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა საბაზო დონეზე;
* სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
* კომუნიკაბელური
* გაწონასწორებული
* შრომისმოყვარე და ენერგიული
* სასიამოვნო გარეგნობის
* მოტივირებული და ორგანიზებული
* დისციპლინირებული
* პასუხისმგებლობის მქონე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (I ცვლა - დილის 9:00-დან საღამოს 9:00-მდე, II ცვლა - საღამოს 9:00-დან დილის 9:00-მდე).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: career@gulf-ge.com 2014 წლის 4 აპრილამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.